Sunday, July 10, 2016


პროექტი -,,ჩემი სოფელი" -პორტფოლიო









 ტრენინგი პროექტებით  სწავლა დამეხმარა  იმაში ,რომ გავიგე  პროექტის ფორმა, სტრუქტურა, თანმიმდევრობა. გავიგე  როგორ  ავარჩიო  პრობლემური  თემა, რა გავითვალისწინო  პროექტზე  მუშაობის  დროს, რაც  მთავარია  როგორ  მივაწოდო  ეს  ბავშვებს  ისე,რომ ყველაფერი  მათთვის  საინტერესო და დაძლევადი  იყოს.
      გავიგე  რა საჭიროებები  მჭირდება  პროექტის  დაწყებამდე,მსვლელობისა თუ დასრულების დროს.ზუსტად გავიგე რა ფორმატით ვისარგებლო და როგორ მიუდგე საკითხს.
       პროექტის მონიტორინგის  ეტაპები მომცემს  საშუალებას განვსაზღვრო შეფასების მეთოდები და რაც მთავარია მომცემს უკუკავშირს.დარწმუნებული ვარ პროექტი  აამაღლებს მოტივაციას და ეფექტურს  გახდის  სასწავლო  პროცესს.
       მადლობა ირინა მარკოზაშვილს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი  ტრენინგისათვის.


ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის დღეეით,თითოეული დღე დატვირთული იყო, განვიხილეთ ისეთი საკითხები რომელიც დამეხმარება შემდგომ მუშაობაში.
  სწავლების დაგეგვმაში დამეხმარება შეფასების ინსტრუმენტის ცოდნა შეფასების მეთოდები კი სწორი რეფლექსიის გაკეთებაში. შევისწავლე თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ადეკვატურად, მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები მადეხმარება რა პრინციპით მოვარგო იგი ჩემი პროექტის თემას.
პროექტის მონიტორინგის ეტაპები მომცემს საშუალებას განვსაზღვრო შეფასების მეთოდები და რაც მთავარია მომცემს უკუკავშირს.
                                                                                                                   
 მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს მთელი დღეების მანძილზე                           მონდომებული მუშაობისათვის

Wednesday, July 6, 2016

  •  ვიმსჯელეთ შეფასების მრავალნაირ ფორმაზე, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე, რომელიც კარგად დაგვანახებს ნაშრომის მიზანს, მის შინაარსსა და დანიშნულებას.
  • ვფიქრობ შეფასების ინსტრუმენტების ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ დასახული მიზნების სწორად წარმართვისათვის, შევაფასოთ როგორც ხარისხიანი ნამუშევარი ასევე შედარებით დაბალი ხარისხის
  • შევაფალო 21-ე საუკუნის უნარები გამოვავლინო მოსწავლეთა მცდარი შეხედულებები, შევიტანო ცვლილებები სასწავლო პროცესში,ხელი შევუწყო თანატოლთა უკუკავშირს.
  • შეფასების მეთოდები დამეხმარება სწორი რეფლექსიის გაკეთებაში და მოსწავლეები დაინახავენ რა დონეზე მიაღწიეეს დასახულ მიზანს.
  • რაც უფრო მრავალფეროვან შეფასების ფორმას გამოვიყენებთ მით მეტად გამოვავლენ და განვავითარებ მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებს.

Tuesday, July 5, 2016

•დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშები 
• ეს ნიმუშები დამეხმარება რა პრინციპით მოვარგო ჩემი პროექტის თემას და ორიენტირება გავაკეთო მოსწავლის მიერ კვლევაზე, დაკვირვებაზე, შეაფსებაზე, შედარებასა და მისი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე